logo_geo
eng_logo
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსანია
- +

11 თებერვალი. 2019. 16:28

 

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე დასრულდა გამოკითხვა 2018 წლის საუკეთესოების გამოსავლენად მამაკაც და ქალ ძალოსნებს შორის.

 

გამოკითხვაში 30 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მამაკაცებს შორის საუკეთესოდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე დასახელდა. ქართველმა სპორტსმენმა დაახლოებით 17 800 ხმა მიიღო.

 

მეორე ადგილზე გავიდა ირანელი სოჰრაბ მორადი, მესამეზე კი  – ინდონეზიელი ეკო იული ირავანი.

 

ქალებს შორის საუკეთესოდ ესპანელი ლიდია ვალენტინი დასახელდა, რომელსაც 13 000 ხმა მოუგროვდა.

 

დაჯილდოების ცერემონიის გამართვის დრო და ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner