„არ ვაპირებ ვინმეს ჩოხის კალთები დავახიო და ძალით შევეტენო", - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი. მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა „ქართულ ოცნებაში", პარლამენტარი ბრძოლის ველიდან გასვლას მაინც არ აპირებს.
რაც შეეხება მის საარჩევნო სიაში ყოფნას, ჯაჭვლიანის თქმით, ეს საკითხი პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება.
„ჩემთვის მთავარია გუნდისთვის ვიყო მისაღები. მაგრამ თუ მიუღებელი აღმოვჩნდები, მაშინ გუნდის თითოეულმა წევრმა მითხრას და დამისაბუთოს, რატომ აღარ უნდათ ჩემთან ყოფნა", - განაცხადა ჯაჭვლიანმა.
http://livenews.ge/inside.php?menuid=68&id=237