logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილის ამოცანაა არეულობა, დესტაბილიზაცია და სტრესული სიტუაციის განცდა
- +

11 თებერვალი. 2019. 18:36

„არეულობა, დესტაბილიზაცია და სტრესული სიტუაციის განცდა - ეს არის ის ამოცანა, რომელსაც სააკაშვილი ისახავს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ლიეჟში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

ვოლსკის განცხადებით, ვერცერთი ექსპერტი ვერ იტყვის, რომ სააკაშვილს რაიმე პერსპექტივა აქვს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.

 

„აქ მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი დაპირისპირების ფრონტი შექმნას, მათ შორის იმ ქართველებს შორის, რომლებიც პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, ერთად არიან საზღვარგარეთ და ერთად ეწევიან მძიმე ჭაპანს. არეულობა, დესტაბილიზაცია და ამ სტრესული სიტუაციის განცდა - ეს არის ის ამოცანა, რომელსაც სააკაშვილი ისახავს. სხვა რესურსი მას არც საზღვარგარეთ და არც საქართველოში არ გააჩნია. ახლახან ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შევხვდი ბევრ მაღალჩინოსანს, ევროპაშიც დავდივართ და არავის, არც ერთ შეხვედრაზე სააკაშვილი არ გახსენებია. ვერც ერთი მაღალი დონის ექსპერტი და საზოგადოების წარმომადგენელი ვერ იტყვის, რომ სააკაშვილს რამენაირად პერსპექტივა აქვს ან მხარს უჭერს რომელიმე ქვეყნის პოლიტიკური ისტებლიშმენტი. საზოგადოებაში კი რა დამოკიდებულებაც აქვთ მის მიმართ, გამოჩნდა ცარიელ დარბაზსა და იმ განსხვავებული აზრებით, რაც იმ დარბაზის გარშემო ხდებოდა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner