საკონცერტო დარბაზი Black sea arena ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება.
საკონცერტო დარბაზი შეკვეთილთან ახლოს აშენდა და ის 8700-მდე სტუმრის მიღებას შეძლებს. საკონცერტო სივრცე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სრულად ადაპტირებულია, არენის ძირითად ნაწილს საკონცერტო სივრცე წარმოადგენს, რომელიც ორ დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს.
ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი ძვირადღირებული ტექნიკითაა აღჭურვილი, მოძრავი სახურავი კი ამინდზეა მორგებული. სამშენებლო სამუშაოებს ასოციაცია „ატუ" და კომპანია „ელიტა ბურჯი" აწარმოებს.
საკონცერტო დარბაზის მშენებლობა 2008-2009 წლებში „ქართუ"-ს ინიციატივით დაიწყო და მასში ფონდმა 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.