12 თებერვალს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ემერიტუსი პროფესორი მზექალა შანიძე, „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში, წაიკითხავს საჯარო ლექციას - „ქართული ხელნაწერები - ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა“.
თსუ, საკუთარ ვებ-გვერდზე, ასევე იმ სიათა ნუსხას აქვეყნებს, რომელთაც სხვადასხვა წელს, „წლის პირველი საჯარო ლექცია“ წაიკითხეს.
„წლის პირველი საჯარო ლექცია“ ყოველწლიურად ტარდება. პირველი საჯარო ლექცია პირველად 100 წლის წინ, 1918 წლის 12 თებერვალს (ძველი სტილით 30 იანვარს) უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ივანე ჯავახიშვილმა „ადამიანის პიროვნება და მისი მნიშვნელობა ძველ ქართულ საისტორიო-საფილოსოფო მწერლობასა და ცხოვრებაში“ (ადამიანი ძველ ქართულ მწერლობასა და ცხოვრებაში). „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში, პირველი საჯარო ლექცია - „ჩვენი სახელმწიფო“ 2015 წლის 12 თებერვალს წაიკითხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, 2016 წელს თსუ ემერიტუს პროფესორმა, აკადემიკოსმა მარიამ ლორთქიფანიძემ, საჯარო ლექცია - „რამ გადაგვარჩინა?“, 2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, ლექცია - „თანამედროვე მონაცემები უძველესი ჰომოს შესახებ;“ 2018 წლის 12 თებერვალს თსუ პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა - ლექცია თემაზე „იოანე პეტრიწის ჰენადების თეორია და მისი ახალი ანთროპოლოგია“, - წერს თსუ-ს ადმინისტრაცია განცხადებაში.
მისამართი: ვაკე, ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107 აუდიტორია.