logo_geo
eng_logo
13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს
- +

11 თებერვალი. 2019. 18:50

 

13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდეული ვ.ი. წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ექიმების გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს”, - ამის შესახებ ინფორმაციას, „ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

უწყების განმარტებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისთანავე, ექიმებმა დაკავებული შეამოწმეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა და დახმარება ესაჭიროებოდა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავში, 13 წლის მოზარდი ბიძამ მოკლა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner