„მსოფლიო მასშტაბით 1996-2016 წლის ჩათვლით, 817 000 ადამიანმა მოიკლა თავი“, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა „SPIEGEL“ „British Medical Journal“-ზე დაყრდნობით წერს. მკვლევარების თქმით, ცდომილება თვითმკვლელთა რაოდენობაში, 762 000 - 884 000 ფარგლებში მერყეობს.
როგორც კვლევაში მონაწილე, ვენის უნივერსიტეტის ფსიქიატრი პოლ პლენერი აცხადებს, რომ თვითმკვლელთა პროცენტულობამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იკლო.
მკვლევარები ასევე აცხადებენ, რომ 195 ქვეყნაში სიკვდილიანობა 264 მიზეზით იყო გამოწვეული. თვითმკვლელობები კი შემდეგ კატეგორიებად დაიყო - გენდერული, ასაკობრივი ჯგუფისა და რეგიონის მიხედვით.
მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში თვითმკვლელობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია. კვლევის მიხედვით, მსოფლიოს თითქმის ყველა ნაწილში, თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ქალები ბევრად უფრო ხშირად იკლავენ თავს, ვიდრე მამაკაცები.