logo_geo
eng_logo
მიხეილ ბატიაშვილი : მივესალმები პროკურატურის გადაწყვეტილებას , რაც უფრო სწრაფად გაეცემა პასუხი კითხვებს, როგორც ოჯახისთვის, ასევე, მთელი სისტემისთვის მნიშვნელოვანია
- +

11 თებერვალი. 2019. 21:13

 

 

„მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება! მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რაც უფრო სწრაფად გაეცემა პასუხი კითხვებს, როგორც ოჯახისთვის, ასევე მთელი სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია! როგორც არაერთხელ განვაცხადე, რაც უფრო მეტი მხარე დაინტერესდება, მით უფრო ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს საზოგადოება. ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვითანამშრომლებთ ნებისმიერ მხარესთან, ვინც ზუგდიდის მე-6 სკოლის საკითხს სწავლობს, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ  ბატიაშვილმა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საკითხზე პროკურატურის მიერ საქმის აღძვრასთან დაკავშირებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner