logo_geo
eng_logo
სოსო ჯაჭვლიანი: კოღუაშვილი გაშლილ სუფრაზე მოვიდა და თამადობა მოუნდა!
- +

24 მაისი. 2016. 02:19


„არცერთ ჩვენთაგანს იმისთვის არ გვიბრძოლია და თავი იმიტომ არ გაგვიწირავს, რომ ვიღაც მოსულიყო „ქართულ ოცნებაში" და სააკაშვილის, მერაბიშვილისა და სხვა ნაციონალების ქება დაეწყო", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს.


მისი თქმით, „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრი დავით კოღუაშვილი „გაშლილ სუფრაზე მოვიდა და თამადობა მოუნდა".


„მაშინ სად იყო, როცა ჩვენ სააკაშვილის ბანდასთან ბრძოლაში თავი გვქონდა გადადებული?! საერთოდ ვინ არის ეს კოღუაშვილი, ვინ დაგვინიშნა ეს კაცი ლიდერად? საერთოდ ლიდერებს არ ნიშნავენ , ადამიანი ლიდერად თავად უნდა ჩამოყალიბდეს. ლიდერს ლიდერობა კოჭებში უნდა ეტყობოდეს. კოღუაშვილის კოჭებში კი სააკაშვილი, მერაბიშვილი და უგულავა დავინახეთ!", - განაცხადა დეპუტატმა.


 

http://livenews.ge/inside.php?menuid=68&id=238



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner