logo_geo
eng_logo
ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
- +

11 თებერვალი. 2019. 21:14

 

 

ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ "პირველს" გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

 

"საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ზუგდიდის N6 -ე საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ჩატარებული გამოძიების შედეგების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას",-აღნიშნულია
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


აღნიშნულ სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე 2018 წლის ნოემბერში ჩატარდა.


ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს ინსულტით გარდაიცვალა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner