ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ "პირველს" გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.
"საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ზუგდიდის N6 -ე საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ჩატარებული გამოძიების შედეგების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას",-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნულ სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე 2018 წლის ნოემბერში ჩატარდა.
ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს ინსულტით გარდაიცვალა.