logo_geo
eng_logo
ფერნანდო ფერონი: თქვენთან ძირითადი განათლება ძალიან კარგია, გაკლიათ გამოცდილება
- +

24 მაისი. 2016. 02:22


„საქართველოს ექნება უმაღლესი კლასის დაწესებულება და იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც მეცნიერებაში სიტყვა ეთქმის", -  განაცხადა   ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის ( INFN)  პრეზიდენტმა, პროფესორმა   ფერნანდო ფერონიმ გადაცემა 2030-ში.  


"ძალიან ბევრი ქვეყნის მომავალი ცოდნაზე, მეცნიერებასა და ინოვაციაზე იქნება დამოკიდებული. ამ ელემენტების გარეშე, მსოფლიოს ვერცერთი ქვეყანა ვერ გადარჩება. ფული სწორედ ასეთ ძირეულ სფეროში უნდა დავაბანდოთ და საქართველომ გადაწყვიტა, ამ მნიშვნელოვან, გადამწყვეტ გზაზე დადგეს. მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში თქვენ უმაღლეს ლიგაში უნდა იყოთ. ამაში გასართობად უბრალოდ, ვერ ჩაერთვებით.


ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობა არა მარტო მეცნიერულიპოლიტიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რადგან რეგიონში თქვენ მსგავსი მომსახურების მიწოდების ლიდერი იქნებით. ეს კი, საკმარისად მიმზიდველად გამოიყურება. ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვა, ახალი ნაწილაკების აღმოჩენისთვის საქართველოში ამაჩქარებლის აშენება გვინდაო, ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი გიჟია. თუ ეს მანქანა წელიწადში 1800-დან 2000-მდე ონკოლოგიური პაციენტის განკურნებას შეძლებს, ეს  საზოგადოებისთვის ნათელი გზავნილი იქნება", - განაცხადა  პროფესორმა   ფერნანდო ფერონიმ.


როგორც მან აღნიშნა, ქართველი სტუდენტები მოსამზადებლად იტალიაში გაიგზავნებიან.


"ჩვენ თქვენ დაგეხმარებით. მზად ვართ, ჩვენი ცოდნა გაგიზიაროთ. თქვენი სტუდენტების პირველი ჯგუფი იტალიაში 2-3 თვით ივნისში ჩამოვა. ისინი საქართველოში მნიშვნელოვან ცოდნას ჩამოიტანენ. ალბათ, დაახლოებით,  20-მდე ახალგაზრდას მივიღებთ და მოგვიანებით, სხვა რაოდენობაზე შევთანხმდებით. ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თქვენი მეცნიერები, ჭკვიანი სტუდენტები აქ დააკავოთ, მათ ეს შესაძლებლობები აქ ნახონ. თქვენთან ძირითადი განათლება ძალიან კარგია. რაც გაკლიათ, ეს არის უშუალო გამოცდილება", - განაცხადა ფერნანდო ფერონიმ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner