logo_geo
eng_logo
ბორჯომი-თბილისის მატარებელი მანქანას შეეჯახა
- +

12 თებერვალი. 2019. 13:52

ერთმანეთს ბორჯომი-თბილისის სამგზავრო მატარებელი და მანქანა შეეჯახნენ. შემთხვევა დღეს ხაშურის რაიონში, სოფელ ტეზერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაშავდა მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, ხოლო მატარებელი რამდენიმე საათის განმავლობაში გაჩერებული იყო.

 

ფაქტზე, გამოძიება სსკ-ის 275 მუხლის I ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება და რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია. აღნიშნული მუხლი 2-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner