logo_geo
eng_logo
13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
- +

12 თებერვალი. 2019. 14:59

 

 

 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მადონა მაისურაძემ ადგილზე თათბირით მიიღო.

 

ვალერი ირემაძეს ბრალი 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებით გუშინ საღამოს წაუყენეს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით.

 

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა რუსთავში, 10 თებერვალს მოხდა.

 

წინასასამართლო სხდომა 4 აპრილს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner