logo_geo
eng_logo
ნოდარ ჯავახიშვილი: ტყიბულელებს უნდა დავეხმაროთ, მაგრამ არა მთის კანონის მეშვეობით
- +

25 თებერვალი. 2016. 13:50


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ტყიბული მაღალმთიანი დასახლების შესახებ მიღებული კანონის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა ამ და სხვა დასახლებულ პუნქტებს არ უნდა დაეხმაროს, რომლებსაც მთის კანონი არ ეხებათ.



საბჭოზე, რომელსაც ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატიც ესწრებოდა, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ 800 მეტრზე ქვემოთ კრიტერიუმებს არ განვიხილავთ, იმიტომ, რომ ეს არ არის მთა. თუმცა მთა შეიძლება არ იყოს, მაგრამ ჩვენი მოსახლეობაა და მა დასახმარებლად რა შესაძლებლობაც გვაქვს, უნდა გავაკეთოთ, მაგრამ არა მთის კანონის მეშვეობით",- განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.


შეგახსენებთ, რომ ტყიბულში მაღაროელთა აქცია უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. გაფიცულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების 40 პროცენტით გაზრდას მოითხოვენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner