„2019 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 164.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8 მილიონით მეტია, ხოლო ზრდა +5%“, - ამის შესახებ ინფორმაცია „ტურიზმის ადმინისტრაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
მათი ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის მატებასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული ვიზიტების წილის ზრდა და საერთაშორისო ტურიზმიდან მეტი შემოსავლის მიღება.
„ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით: 2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3,2 მილიარდ დოლარს (ზრდა +18.4%), რაც 498 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2018 წლის I-III კვარტლის ფაქტობრივი მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან შეადგენს 2 571 მილიონ დოლარს (ზრდა +20.5%), რაც 437 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე“, - წერია განცხადებაში.