logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: სამართალი ჩვენნაირი პოლიტიკური გარემოცვის პირობებში ძნელი მისაღწევია
- +

24 მაისი. 2016. 10:42


„სამართალი ჩვენს პირობებში და ჩვენნაირი პოლიტიკური გარემოცვის პირობებში, ბევრად უფრო ძნელი მისაღწევია, ვიდრე ბევრ პოლიტიკოსს ჰგონია", - წერს ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე „facebook"-გვერდზე.



გულწრფელად ჩემთვის ძვირფასებო!

რამდენიც არ უნდა ვიძახოთ: ცემა-ტყეპა უზნეობაა, არაოცდამეერთესაუკუნისაა და საქმეს ვერ უშველისო - ვერც ეგ წივილ-კივილი უშველის საქმეს!

შეგახსენოთ?

არ იქნება სამართალი - არ იქნება მშვიდობა".

სამართალი კი ჩვენს პირობებში და ჩვენნაირი პოლიტიკური გარემოცვის პირობებში, ბევრად უფრო ძნელი მისაღწევია, ვიდრე ბევრ პოლიტიკოსს (და არა მარტო მათ) ჰგონია და ქულების დასაგროვებლად ლიბერალობს" საზოგადოების ერთ ნაწილთან ერთად!

ვინც ვერ ხვდება, ვეტყვი, რომ ამ პრობლემის წინაშე დადგებოდა დღეს საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება!

რატომ?!

იმიტომ, რომ ნაცები მარტო არ არიან!

სხვა საკითხია, როგორი ოსტატობით და რამდენად პროფესიულად უხსნის ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებს იმას, რომ მათ უკან გაღიზიანებული, დღემუდამ აღსრულებული სამართლის მომლოდინე და ნაცებისგან გაპარტახებული ქვეყნის მოსახლეობა დგას?! ეს ერთი და მეორე: ისიც საკითხავია, საერთოდ თუ აქვს მათთვის ამის ახსნას აზრი?!

ამის გამოა, რომ ანგარიშსწორება პოლიტიკის ნაწილად იქცა და რა სახეს მიიღებს აწი, არავინ იცის.

ასე რომ, ვისაც მართლა პოლიტიკა ანტერესებს, მოეშვას მაგ ცრულიბერალობას და სერიოზულ პოლიტიკას მიხედოს.

თუნდაც facebook-ზე!"  - წერს მერაბ ხაჩიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner