logo_geo
eng_logo
სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობას გამოიძიებს
- +

12 თებერვალი. 2019. 18:16

 

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი გამოიყო, რომლებიც არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობას გამოიძიებენ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოიყო სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი, რომლებიც მხოლოდ ამგვარი კატეგორიის დანაშაულებს გამოიძიებენ.  გამომძიებლებს გავლილი აქვთ გადამზადება ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების გამოკითხვის მეთოდოლოგიაში.

 

მივმართავთ საზოგადოებას, არასრულწლოვან მსხვერპლებს, მათ მშობლებს და ყველა იმ პირს, რომლთათვისაც ცნობილი გახდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნეს აცილებული მოძალადეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“, - განაცხადა თოლორაიამ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner