logo_geo
eng_logo
ლევან სურგულაძე: საპენსიო ფონდში 50 მილონ ლარზე მეტია მობილიზებული
- +

12 თებერვალი. 2019. 18:18

 

საპენსიო ფონდში 50 მიონ ლარზე მეტია მობილიზებული“, - ამის შესახებ „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორმა ლევან სურგულაძემ, „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. როგორც სურგულაძე აღნიშნავს, ამჟამად სისტემაში, 38 000 კერძო კომპანია და სახელმწიფოს მიერ დასაქმებული 310 000 პირია ჩართული.

 

„ყველა დეკლარაცია დახურული არ არის, ამიტომ 15 თებერვლამდე ეს მონაცემები შესაძლოა, კიდევ შეცვალოს, თუმცა რადიკალურ ცვლილებას არ ველოდებით. ფონდში არსებული თანხა ამჟამად ნომინალურ ანგარიშებზეა განთავსებული და სარგებლის სახით 5-6% ერიცხება“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner