რუსთაველის თეატრი, 140-ე სეზონზე, ახალგაზრდა რეჟისორებს სპექტაკლების დადგმის შანსს აძლევს. თეატრის ადმინისტრაციამ ახალგაზრდა რეჟისორებისთვის კონკურსი გამოაცხადა. ინიციატივა თეატრალური ხელოვნების განვითარებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას ემსახურება.
„1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით თეატრალური ხელოვნების განვითარებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის მიზნით, რუსთაველის თეატრი 140-ე სეზონზე აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა რეჟისორებისთვის. კონკურსის შედეგად შეირჩევა სამი რეჟისორი, რომლებიც რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე დადგამენ სპექტაკლს.
ძირითადი მოთხოვნები: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია რეჟისორს, რომლის ასაკიც არ აღემატება 30 წელს. სასურველია, მონაწილეს დადგმული ჰქონდეს მინიმუმ სამი სპექტაკლი; მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შერჩეული ქართული, უცხოური თანამედროვე ან კლასიკური პიესა და მისი ანალიზი. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა წარმოადგინონ - პროფესიული რეზიუმე, პირადობის მოწმობის ასლი და დიპლომის ასლი.
დაინტერესების შემთხვევაში ინფორმაცია მოგვაწოდეთ მეილზე:
info@rustavelitheatre.ge, ან რუსთაველის თეატრში, მისამართზე : რუსთაველის გამზ. #17. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - (032) 2 99 98 64 (032) 2 93 38 18“, - წერია განცხადებაში.