შავ ზღვაში კონფლიქტის გამო, რა დროსაც რუსეთმა სამი უკრაინული გემი და 24 მეზღვაური დააკავა, აშშ და ევროკავშირი მის მიმართ ახალი სანქციების დაწესებისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას „Sky News“- და „Financial Times“-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ამ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე, ბირჟებზე რუსული რუბლის კურსი დაეცა - 10 წუთში მან დოლართან მიმართებაში 46 კაპიკი დაკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას „Ведомости“ აქვეყნებს.
„Sky News“-ის ცნობით, უახლოეს დღეებში დიდი ბრიტანეთი და რამდენიმე ევროპული ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ, ახალ სანქციებზე განცხადებას გააკეთებს. ამ თემას საგარეო საქმეთა მინისტრები 18 თებერვალს განიხილავენ.
„Financial Times“-ის ცნობით სანქციები იმ ადამიანებსა და კომპანიებზე დაწესდება, რომლებიც უკრაინული გემების დაკავებაში მონაწილეობდნენ.