მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი ჩინზია და-ვია აცხადებს, რომ ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობის მსგავსი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩინზია და-ვია ამბობს, რომ განათლება და ტექნოლოგია ნებისმიერი ეკონომიკის საფუძველია.
„თქვენ გაქვთ ყველაფერი, რაც წარმატებისთვისაა საჭირო. როგორ უკვე ითქვა, თქვენ გყავთ ჭკვიანი და ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდები. გუშინ ჩვენ რამდენიმე მათგანთან შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცა და დავინახეთ, რომ ისინი მართლაც მოტივირებულები არიან. საქართველოში პირველად ვარ და ეს ქვეყანა შესანიშნავი აღმოჩენაა ჩემთვის. აქაურობა ზალიან ლამაზია, გაქვთ მდიდარი ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერის უნივერსიტეტში ვმუშაობ, იტალიიდან გახლავართ, სადაც ყოველთვის ვფიქრობთ ჩვენს ისტორიაზე. თქვენც საკმაოდ საინტერესო ისტორია გაქვთ და რაც ყველაზე ღირსშესანიშნავია, თქვენ გექნებათ წარმატებული მომავალი. ეს ცენტრი მოიზიდავს ახალი ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს", - განაცხადა ჩინზია და-ვიამ.