logo_geo
eng_logo
თურქეთის პროკურატურამ 1112 პირის დაკავების ორდერი გასცა
- +

13 თებერვალი. 2019. 02:08

 

ორგანიზაცია „FETO“-ს საქმიანობის გამოძიების ფარგლებში, თურქეთის უშიშროების სამსახურები მასშტაბურ ოპერაციას ატარებენ.

 

ოპერაცია ქვეყნის 76 პროვინციაში მიმდინარეობს. აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში, თურქეთის პროკურატურამ 1112 პირის დაკავების ორდერი გასცა. მათ ბრალად ედებათ „ფეთჰულაჰ გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციაში“ მონაწილეობა.

 

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 15 ივლისს თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების ჯგუფი შეეცადა სამხედრო გადატრიალება მოეწყო. შეტაკებები ძირითადად სტამბოლსა და ანკარაში მოხდა, რის შედეგადაც 250 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური ანკარა აღნიშნულში გიულენს ადანაშაულებს.

 

 

წყარო: accentnews.ge 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner