ძველი თბილისის პოლიციის პირველი სამმართველოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. პოსტი პოლიციელს, სავარაუდოდ, მოზარდებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტის გამო დაატოვებინეს. სავარაუდოდ საუბარია დანაშაულში მხილებულ არასრულწლოვნებზე, რომლებზეც ფიზიკურად პოლიციის განყოფილებაში იძალადეს.
„შსს-მ მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, გამოძიების დაწყებისა და დანაშაულის შესაძლო ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით. გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ-ქვეპუნქტით, რაც ძალადობის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს“,- განაცხადა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.