logo_geo
eng_logo
ზემო რაჭაში კაცს, რომელსაც 63 წელი შუქი არ ჰქონდა, მზის ბატარეა დაუმონტაჟეს
- +

13 თებერვალი. 2019. 02:40

 

ზემო რაჭაში, სოფელ ხურუთის ზემოთ, ე.წ. დიდყანის ერთადერთ მაცხოვრებელს, რომელსაც 63 წელი შუქი არ ჰქონდა, ონის მუნიციპალიტეტის მერიამ მზის ბატარეა დაუმონტაჟა. ამის შესახებ "მთის ამბები" წერს.

ონის მერიის თქმით, მურმან გობეჯიშვილს ელექტროენერგია იმიტომ არ ჰქონდა, რომ სოფლიდან შორს ცხოვრობს:

 "ერთადერთი მოსახლეა, ვინც თანასოფლელებთან ერთად ცენტრთან ახლოს ჩამოსახლებაზე უარი თქვა და ძველ ნამოსახლარზე დარჩა. იქამდე შუქის გაყვანა საკმაოდ დიდ სახსრებთან არის დაკავშირებული, კერძო კომპანია კი ერთი ადამიანისთვის ამხელა ხარჯს არ გასწევს", - წერია ონის მერიის განცხადებაში.

 

მერიის ცნობით, დაახლოებით ერთი თვის წინ, სოფლის რწმუნებულმა მერიას მოხსენებითი ბარათით მიმართა, მისთვის დახმარების გაწევის თაობაზე, რაც მზის ბატარეების შეძენას გულისხმობდა.

 

"იანვრის ბოლოს გათვალისწინებული იყო აღნიშნული ბატარეის შეძენა, თუმცა სტატიის შემდეგ გამოწვეული აჟიოტაჟის გამო, მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ გადაწყვეტილება მიიღო, ბატონი მურმანისთვის გადაეცა მეორადი ბატარეები, რომელიც მას უშუქობის პრობლემას მოუხსნის", - ამბობენ ონის  მერიაში.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner