logo_geo
eng_logo
შსს ადასტურებს, რომ ნორვეგიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი გრიგოლ აბრალავაა
- +

13 თებერვალი. 2019. 11:07

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ნორვეგიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი გრიგოლ აბრალავაა. გავრცელებული ინფორმაციით, აბრალავა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის ცოლისძმაა.

 

გრიგოლ აბრალავა ბოლო წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტის“ თანამშრომელი იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აუდიტის სამსახურში განუცხადეს, აბრალავამ იანვრის ბოლოს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა, „იქამდე კი შვებულება აიღო“.

 

რაც შეეხება დანარჩენ ორ დაკავებულს, „კურიერის“ ინფორმაციით, გრიგოლ აბრალავასთან ერთად ნორვეგიაში დააკავეს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ისნის განყოფილების უფროსი გიორგი კიკნაძე, რომელმაც ნორვეგიაში წასვლამდე, ასევე, შვებულება დაწერა და ამ დრომდე მერიის მოქმედ თანამშრომლად ითვლება. კიდევ ერთი დაკავებული პირი კი, არსებული ინფორმაციით, გრიშა მარღანიაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner