logo_geo
eng_logo
ჯიმ რიში: რუსეთი არის დამნაშავე მის მიერ რეგულარულად ჩადენილი ცუდი ქცევის გამო, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მას
- +

13 თებერვალი. 2019. 11:09

 

 

„რუსეთი არის დამნაშავე მის მიერ რეგულარულად ჩადენილი ცუდი ქცევის გამო. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მას“, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა გამოცემა „The Charlotte Observer“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიშმა (რესპუბლიკური პარტია-აიდაჰოს შტატი), სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ ქმედებებსა და აშშ-ის მხრიდან საპასუხო ზომების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის (ყირიმის) წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო ქმედებებზე საუბრისას, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიში ა ცხადებს, რომ რუსეთი არის დამნაშავე.

 

„რუსეთი არის დამნაშავე მის მიერ რეგულარულად ჩადენილი ცუდი ქცევის გამო ... ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მას. ჩვენი საუკეთესო მიდგომა კინეტიკური ქმედებების გამოკლებით (რაც არავის სურს), სანქციებია. სწორედ ეს გავაკეთეთ და სწორედ ამიტომაც გავაკეთეთ ეს“, - აღნიშნავს ჯიმ რიში.

 

 

წყარო - The Charlotte Observer

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner