logo_geo
eng_logo
მესტიამდე მისასვლელი გზა მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია
- +

13 თებერვალი. 2019. 11:53

 

 

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მესტიამდე გადაადგილება მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია და მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების გარეშეა შესაძლებელი.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ102-კმ186 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

 

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ102-კმ138 (ლახამულა-მესტია) მონაკვეთზე თავისუფალია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ამავე გზის კმ1-კმ102 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner