logo_geo
eng_logo
მაკედონია ოფიციალურად ჩრდილოეთ მაკედონია გახდა
- +

13 თებერვალი. 2019. 12:08

 

 

ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია ოფიციალურად გახდა რესპუბლიკა ჩრდილოეთ მაკედონია მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილება ქვეყნის სახელის შეცვლაზე ოფიციალურ მაცნეში გამოქვეყნდა.

 

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 11 თებერვალს სახელმწიფო უწყებებზე ქვეყნის ახალი დასახელების აბრების განთავსება დაიწყო.

 

იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, საბერძნეთსა და მაკედონიას შორის მაკედონიის სახელთან დაკავშირებით დავა არსებობდა. ოფიციალური ათენი ქვეყნის სახელის შეცვლას მოითხოვდა. აღნიშნულის გამო საბერძნეთი მაკედონიის NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანებას ბლოკავდა.

 

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელის შეცვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება დაამტკიცა, NATO-ს 29 წევრმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა პროტოკოლს აწ უკვე რესპუბლიკა ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების თაობაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner