logo_geo
eng_logo
ბელგიაში საყოველთაო გაფიცვის გამო, საჰაერო სივრცე დროებით დახურულია
- +

13 თებერვალი. 2019. 12:12

 

 

ბელგიაში საყოველთაო გაფიცვის გამო, საჰაერო სივრცე დროებით დახურულია. 24-საათიანი პროტესტი 12 თებერვალს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაიწყო.

 

„დოიჩე ველეს“ ცნობით, საყოველთაო გაფიცვა ავიამიმოსვლასთან ერთად, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, პოლიციასა და საავადმყოფოებსაც შეეხებათ. 24-საათიანი გაფიცვის მიზანი დასაქმებულებისთვის ანაზღაურების მომატებაა.

 

გაფიცვის დროს ავიამიმოსვლის ნაკლებად შეფერხების მიზნით, ავიაკომპანიები კლიენტებს მეზობელი ქვეყნების აეროპორტებით სარგებლობას სთავაზობენ. მათ შორისაა საფრანგეთისა და ნიდერლანდების ის აეროპორტები, რომლებიც ბელგიის საზღვართან ყველაზე ახლოს მდებარეობენ.

 

შეგახსენებთ, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 13-14 თებერვალს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავდაცვის მინისტრების შეხვედრას მასპინძლობს. NATO-ს წარმომადგენლების განმარტებით, 24-საათიან გაფიცვას ღონისძიების შეფერხება არ გამოუწვევია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner