-
+
24 მაისი. 2016. 10:47
„საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის" დამფუძნებელია საქართველოს მთავრობა. პროექტის ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ევროს შეადგენს და მას მთლიანად აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ".
- საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაარსების მიზანია ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი კომპლექსის შექმნა და სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით
- საქართველოში მსოფლიო დონის, თანამედროვე, კომპლექსური ხასიათის კვლევითი ცენტრი „საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი" და ნაწილაკთა ამაჩქარებელი, ე.წ. „კოლაიდერი" აშენდება
- სტუდენტებს ექნებათ საშუალება, აქტიურად ჩაერთონ მსოფლიო სამეცნიერო კვლევებში. ინსტიტუტის სტუდენტების სწავლასა და პარტნიორ ორგანიზაციებში მათ მივლინებებს ასევე სრულად დააფინანსებს ფონდი "ქართუ"
- საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოს მთავრობამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა CERN-თან, CNAO-თან და INFN -თან
მომავლის ტექნოლოგიები იქმნება დღეს!