logo_geo
eng_logo
„მზიურში“ სოციალური კაფე გაქურდეს
- +

13 თებერვალი. 2019. 12:53

 

 

დღეს დილით, თბილისში, „მზიურის“ პარკში სოციალური კაფე გაქურდეს. როგორც „ტაბულა“ წერს, კაფეს დამფუძნებელი ანა გოგუაძე ამბობს, რომ ქურდობის შედეგად, წაღებულია ლეპტოპი, ძვირადღირებული მობილური ტელეფონი და 165 ლარის ოდენობის თანხა.

 

ანა გოგუაძის თქმით, შემთხვევა დილით, 9-ის ნახევარზე მოხდა. მისივე თქმით, ქურდობა 5 მოზარდმა ჩაიდინა, რომლებმაც 2 სათვალთვალო კამერა მოხსნეს, თუმცა მესამის მოხსნა ვეღარ შეძლეს და სწორედ ამ სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ქურდობა 5 მოზარდმა ჩაიდინა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კაფის გაქურდვის ფაქტი დაადასტურა. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner