ოკუპირებული აფხაზეთი რუსული ტელეარხების მაუწყებლობის გარეშე რჩება. ამის მიზეზი რუსეთის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა გახდა. რუსეთში ტელეარხების ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა 2019 წლის ზაფხულში დასრულდება. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პარალელურად კი, ანალოგური მაუწყებლობის გათიშვა მოხდება.
რუსეთის მთავრობამ გათიშვის გრაფიკიც დააწესა, რომლის მესამე ეტაპი 3 აპრილს სრულდება და ყველა რეგიონი ციფრულ მაუწყებლობას მიიღებს.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში კი, ანალოგური მაუწყებლობაა და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესაძლებლობა არ გააჩნიათ.
როგორც აფხაზურ მედიას ე.წ. კავშირგაბმულობისა და მასობრივი კომუნიკაციის სახელმწიფო სამმართველოს ხელმძღვანელმა ლაშა შამბამ განუცხადა, „ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ანალოგურ ფორმატში მაუწყებლობის დაფინანსებას წყვეტს“.
მისი თქმით, საჭიროა თანამედროვე სისტემის დანერგვა, თუმცა, დაფინანსების არარსებობის გამო საკითხის გადაჭრა არ ეტაპზე ვერ მოხერხდება.