ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა ომარ ნიშნიანიძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ არ სურს, მისი მანდანტი „ვიღაც ლიბერასტს" ან „ნაციონალს" ჩააბაროს.
„მე მგონი, უკვე ჩამოწერილი ვარ! თუმცა პირადად მე არც სიაში ვწერივარ და არც „ქართული ოცნებიდან" ჩამოწერილებში. რადგან პრემიერ-მინისტრთან და თუნდაც ბატონ ბიძინასთან პირისპირ საუბრისას ჩემი არგუმენტები აუცილებლად მექნება! იცით, გული რაზე მიკვდება? არ მინდა, რომ ჩემი მანდატი ვიღაც ლიბერასტსა და ნაცს ჩავაბარო! მე ვიბრძოლებ! ეროვნული კაცი ვარ, ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ, ქართული ტრადიციების მიმდევარი ვარ და თუ ასეთი კაცი „ქართულ ოცნებაში" არ უნდათ, პირდაპირ გვითხრან!" - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.