„საოკუპაციო რეჟიმი, სოფელ დიცის მიმდებარედ აღმოჩენილი საბრძოლო მასალის აფეთქებას გეგმავს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საბრძოლო მასალის განადგურების შესახებ, მოსახლეობაში არსებულ ინფორმაცია ადასტურეს.
„ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, ოკუპირებულ სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ იგეგმება აღმოჩენილი საბრძოლო მასალის გაუვნებელყოფის მიზნით მისი განადგურება“, - განაცხადეს სუს-ში.