„ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე იაპონური ბაღი მოეწყობა", - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მერის განმარტებით, ბაღის პროექტი იაპონიის საელჩოს აქტიური მხარდაჭერით შემუშავდა.
„მათ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი გადმოგვცეს და ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, მის ერთ-ერთ ნაწილზე თანამედროვე იაპონური ბაღი კეთდება. ეს ბოტანიკურ ბაღზე ზრუნვის კიდევ ერთი მაგალითია", - განაცხადა ნარმანიამ.