logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ცილისწამება რომ დასჯადი გახდეს, ეს მედიას შეზღუდავს და მე ამის მომხრე არ ვარ!
- +

25 თებერვალი. 2016. 14:00


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი თბილისის საკრებულოს დეპუტატ თედო კობახიძის ინიციატივას, რომ ცილისწამების მუხლი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაბრუნდეს, აფასებს. სესიაშვილი ამბობს, რომ ცილისწამება სისხლისსამართლებრივად დასჯადი არ უნდა გახდეს.


„მსოფლიოში ცილისწამება რომ დასჯადი იყოს, ეს გარკვეულ პრობლემას შეუქმნიდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. მაშინ, როცა ეს ცვლილება განვახორციელეთ და ამოვიღეთ ეს მუხლი, პირველ რიგში, გავითვალისწინეთ მედიის თავისუფლება. ცილისწამება რომ სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდეს, ეს მედიას შეზღუდავს და მე ამის მომხრე არ ვარ", - განაცხადა სესიაშვილმა.


ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა ფორმით უნდა მოხდეს თუნდაც იმიჯის დაცვა, დეპუტატმა განმარტა, რომ სამოქალაქო დავით არის შესაძლებელი ამა თუ იმ ადამიანმა სასამართლოში შეიტანოს სარჩელი, ასევე მედიის წარმომადგენლებს გააჩიათ საკუთარი კომისიები, რომლებიც ამ საკითხზე ზრუნავენ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner