logo_geo
eng_logo
გიორგი გაბედავა: ბოკერიას, გუნავას და მინაშვილს ყურებს ავახევდი დიდი სიამოვნებით!
- +

24 მაისი. 2016. 10:51


კორცხელის საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით უფლებადამცველი გიორგი გაბედავა facebook-გვერდზე წერს:


ნაცების ცემით ბევრმა მოიოხა გული, ვისაც უგემია ნაცმოძრაობის" დროინდელი ზონდერული ქცევები, მაგრამ ეს ცემა-ტყეპა არაფერს აძლევს ხალხს... მე პირადად ბევრჯერ მიჩხუბია ზონდერებთან ნაცების დროს და უმეტესწილად 10 კაცი მოდიოდა ერთზე, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ"... ქვეყანას ეს წინ ვერ წასწევს... ხალხის გულის მოოხება თუ გინდათ, დამნაშავე ნაცები ჩასვით ციხეში და ხალხს მიხედეთ! ნაცებს შერჩეთ ყველაფერი და ერთ ცემაზე გადაატაროთ ამდენი დანაშაული, დანაშაულად მიმაჩნია! ამ ყველაფრით ნაცებმა გაიკეთეს ისევ პიარი და სპორტსმენების დისკრედიტაცია მოხდა! სინამდვილეში ნაცების დროს რომ იყო სპორტსმენების ჩართულობა მსგავს სიტუაციებში, სეთი ისტორიას არ ახსოვს, მაგრამ დღევანდელ ფაქტს ნაცები გამოიყენებენ თავიანთთვის და ამას ყველა უნდა ხვდებოდეს! ძალადობას ყოველთვის დავგმობ, მიუხედავად იმისა, რომ ნაცებს დასანახად ვერ ვიტან და ადამიანებად არ ვთვლი! ის ადამიანებიც უნდა ხვდებოდნენ, რომ ამ ძალადობით ვერაფერს მიაღწევენ, პირიქით, ისინი ამ ფაქტის მერე აღარ იქნებიან სასურველი პიროვნებები ოცნებისთვის", რადგან მათი სახეები ჩანდა და ოცნებაც" უნდა ხვდებოდეს, რომ ამ ხალხს თუ არ დააპურებს, მავე მეთოდით გაუსწორდებიან ოცნებასაც"... ძმებო, მოგიწოდებთ, რომ საერთოდ არ მიაქციოთ ყურადღება ნაცებს და ისინი თავისით გაქრებიან პოლიტიკური არეალიდან... ბოკერიას, გუნავას და მინაშვილს ყურებს ავახევდი დიდი სიამოვნებით, პირადად რომ შევხვედროდი, მაგრამ ეს ფორმა, რაც ვნახე, არის ძალიან არასასიამოვნო, იგივე თუ გაიმეორეთ, რითი განსხვავდებით ნაცებისგან?" - წერს გაბედავა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner