სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული სოფელი დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმმა აღმოჩენილი საბრძოლო მასალა გაანადგურა. საბრძოლო მასალა ცოტა ხნის წინ ააფეთქეს.
ოკუპირებული ცხინვალის საინფორმაციო სააგენტოები წერენ, რომ საბრძოლო მასალა ტრაქტორისტმა იპოვა.