logo_geo
eng_logo
პრობაციის სისტემაში დროებითი რეგისტრაციისა და ვიდეოპაემნის გადასახადები გაუქმდა
- +

24 მაისი. 2016. 10:52


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გადაწყვეტილებით, პრობაციის სისტემაში სხვადასხვა სერვისზე გადასახადები გაუქმდა. ამის შესახებ რუსთავში თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ახალი კონცეფციის ოფისის გახსნაზე მინისტრმა კახა კახიშვილმა განაცხადა. ახალი კონცეფციის ოფისებში მოქალაქეებს სხვადასხვა სერვისის უფასოდ მიღების შესაძლებლობა ექნებათ.



მინისტრის განცხადებით, გაუქმდა ორი გადასახადი: დროებითი რეგისტრაციისა და ვიდეოპაემნის სერვისის საფასური.


თუ მსჯავრდებულთან შესახვედრად ოჯახის წევრს დაწესებულებაში გამგზავრების საშუალება არ აქვს, შესაძლებლობა ექნება, ამ ოფისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ დაწესებულებას დაუკავშირდეს და 15 წუთის განმავლობაში არა მარტო უფასოდ გაესაუბროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრს, არამედ მისი გამოსახულებაც დანახოს", - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.

ახალი კონცეფციის პრობაციის ბიუროები ეტაპობრივად ყველა რეგიონში გაიხსნება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner