1 აპრილიდან ქვეყანაში საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. გიორგი ქობულიას ინფორმაციით, გარანტიის დაფარვის დონე - ინდივიდუალურ სესხზე 70%, პორტფელის ანაზღაურების ლიმიტი 10% იქნება.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მოხდება ეკონომიკის დამატებითი დაკრედიტების ხელშეწყობა და ბაზრის ჩავარდნების აღმოფხვრა, რაც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში.
საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის თანახმად, მსესხებელი მცირე და საშუალო ბიზნესი იქნება საქმიანობის სახეებით: წარმოება და გადამუშავება, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ტრეინინგ ცენტრები, სერვისების ექსპორტი, გადამამუშავებელი სოფლის მეურნეობა, R&D, სასტუმროების სექტორი.
სქემის ფარგლებში შესაძლებელი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ზრდა 250 მილიონი ლარით.