logo_geo
eng_logo
20 წლის ქართველმა 29-წლიანი რეკორდი დაამხო
- +

13 თებერვალი. 2019. 19:12

 

 

გიორგი ბეჟანიშვილი 20 წლის ქართველი კალათბურთელია, ვის მიღწევაზეც მთელი ილინოისი საუბრობს. მოთამაშე, რომლისაც „ილინოისში“ და ახლა უკვე საქართველოშიც ეიმედებათ.

 

ბევრისთვის უცნობმა მოთამაშემ ამ ბრწყინვალე შედეგით, მთელ საქართველოს თავი გააცნო. სწორედ გიორგი ბეჟანიშვილმა დაამხო 29-წლიანი რეკორდი. „რატჯერსის“ წინააღმდეგ, 35 ქულა ჩააგდო და ილინოისის უნივერსიტეტის პირველკურსელთა შორის, 1990 წელს დეონ ტომასის რეკორდი - 34 ქულა გააუმჯობესა.

 

20 წლის ცენტრმა 18-დან 14 საშუალო და 8-დან 7 საჯარიმო გამოიყენა. ამასთან, 7 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაც მოაგროვა.

 

საბოლოოდ, „ილინოისმა“ მეტოქე ოვერტაიმში 99:94 დაამარცხა, რითაც უკანასკნელ 5 შეხვედრაში 4 მოგება მოუგროვდა.

 

 

 

წყარო -  BIG TEN NETWORK

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner