logo_geo
eng_logo
გიორგი ქობულია: „ექსონ მობილი“ დღეს საქართველოს შავი ზღვის შელფზე ნახშირწყალბადების პოტენციალს სწავლობს
- +

13 თებერვალი. 2019. 20:45

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია „ექსონ მობილი“ დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის შელფზე ნახშირწყალბადების პოტენციალს სწავლობს. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მინისტრის ინფორმაციით, 2019 წლის ბოლოს იგეგმება ტენდერის ჩატარება შავ ზღვაზე ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით.

 

მინისტრის განცხადებით, კომპანია „შლუმბერჟე“ კი,  საქართველოში ბუნებრივი აირის ძებნა-ძიების სამუშაოებს აწარმოებს. გიორგი ქობულიამ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული სამუშაოების შედეგი იქნება ის, რომ საქართველოს საკუთარი ბუნებრივი აირი ექნება.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს ნავთობისა და გაზის მარაგებთან დაკავშირებით მონაცემებისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner