logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში დამნაშავე უმკაცრესად იქნება დასჯილი!
- +

24 მაისი. 2016. 10:53


სუს-ის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრა.



პირველ რიგში მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულის ოჯახს. ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა თითოეული ჩვენგანისთვის. მინდა, პრინციპულად განვაცხადო, რომ ხელისუფლება ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს. მინდა, ასევე, ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ამ ფაქტს იყენებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის, როცა ამბობენ, მსგავს შემთხვევებს თითქოსდა ადგილი არ ჰქონია. მართლაც, 2012 წლიდან ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა 2008 წლიდან სამწუხაროდ ათეულობით გახმაურებულ ფაქტს ჰქონდა ადგილი,რომელიც ლეტალური შედეგითაც დასრულდა", - აღნიშნა ლევან იზორიამ.



მისივე თქმით, პატურლირება კიდევ უფრო გაძილერდება, რათა მსგავსი შემთხვევების მეტი პრევენცია მოხდეს.



თქვენ იცით, რომ ახლო მომავალში IPRM - ჩატარდება გალში, 4-წლიანი პაუზის შემდეგ. გუშინ მე მქონდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა, სადაც ვთქვი, რომ პირველი მოთხოვნა, რაც ჩვენს მხრიდან დადგება, იქნება სწორედ დაკავშირებული იმასთან, რომ დამნაშავე, რომელიც უკვე დადგენილია, იქნეს უმკაცრესად დასჯილი. ასე რომ, ჩვენ ყველანაირ ფორმატს, იქნება ეს ჟენევის ფორმატი, თუ IPRM , გამოვიყენებთ, რათა ეს მოთხოვნა შესრულდეს", - განაცხადა ლევან იზორიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner