logo_geo
eng_logo
გიორგი ქობულია: საქართველოს ნავსადგურებში გადამზიდავებსა და ტვირთმფლობელებს, უნდა შევთავაზოთ მოქნილი, ეფექტური მომსახურების სისტემა „ერთი ფანჯრის პრინციპი“
- +

13 თებერვალი. 2019. 20:58

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს, ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ქვეყანას აქვს რეალური შანსი მიიღოს და გადაამუშაოს დამატებითი ტვირთების ნაკადები, რისთვისაც აუცილებელია როგორც ფიზიკური, ასევე ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და ტვირთების დამუშავებასთან დაკავშირებული სერვისების განვითარება, როგორც საწარმოო, ისე საპორტო სექტორის მიმართულებით.

 

საქართველოს, გარდა განვითარებული ინფრასტრუქტურისა, გადამზიდავებსა და ტვირთმფლობელებს შეუძლია შესთავაზოს მოქნილი, ეფექტური მომსახურების სისტემაერთი ფანჯრის პრინციპი“  საქართველოს ნავსადგურებში. სერვისების (როგორც კერძო, ისე საჯარო) დიჯიტალიზაცია  შესაძლებლობას მოგვცემს ტვირთების დამუშავება განხორციელდეს დროის შემცირებულ მონაკვეთში“ - აღნიშნა მინისტრმა.

 

გიორგი ქობულიას განმარტებით, „ერთი ფანჯრის პრინციპი“  გულისხმობს ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებას, ქართული საპორტო მომსახურებების დიჯიტალიზაციას და   სახელმწიფო და კერძო მომსახურებების ერთ ციფრულ სივრცეში გაერთიანებას.

 

გამარტივებული და ავტომატიზებული ბიზნეს პროცედურები მნიშვნელოვნად დაზოგავს  ადამიანურ რესურსებს და მოგვცემს საშუალებას, უმოკლეს ვადაში იქნეს მიღწეული შედეგები. პროექტი იძლევა  საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და მიმზიდველი საზღვაო სექტორის შექმნის შესაძლებლობას“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner