logo_geo
eng_logo
ცეზარ გომესი: მე მესმის ამ ინიციატივის მნიშვნელობა
- +

24 მაისი. 2016. 10:54


ცეზარ გომესი საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენების შესახებ საუბრობს:


„მიმაჩნია, რომ ქვეყნებისთვის, როგორებიც ესპანეთი და საქართველოა, რომლებიც ცდილობენ მეცნიერებების განვითარებაში თავისი წვლილის შეტანას, მსგავსი ცენტრები სასიცოცხლოდაა მნიშვნელოვანი. ნიშანდობლივია ის, რასაც გაუსვა ხაზი პროფესორმა დვალმა - ჩვენ ვეჯიბრებით არა ზომაში, არამედ ხარისხში. თუ ჩვენ უზრუნველვყოფთ ტექნოლოგიების, სტუდენტების, მკვლევარების მაღალ ხარისხს, ეს დიდი მიღწევა იქნება ისეთი ქვეყნებისათვის, როგორებიცაა საქართველო ან სულაც ესპანეთი. რა კუთხით იქნება სასარგებლო ეს ინსტიტუტი? ეს ინსტიტუტი მომავალში ძალიან თვალსაჩინო სარგებელს მოიტანს განათლების კუთხით, სამაგისტრო პროგრამების დაარსების მეშვეობით. თუმცა მისი უმთავრესი ღირებულება მაინც ისაა, რომ აქ ჩატარებულ კვლევის შედეგებს მყისიერი ეფექტი ექნება საზოგადოებაზე. ვგულისხმობ სიმსივნის მკურნალობას", - განაცხადა ცეზარ გომესმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner