logo_geo
eng_logo
გიორგი ქობულია: ტურიზმის სექტორის განვითარებაზე მუშაობისას აქცენტი რამდენიმე მიმართულებით გაკეთდება
- +

13 თებერვალი. 2019. 21:41

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის წევრებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ტურიზმის განვითარების 2019 წლის გეგმა გააცნო.

 

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, სექტორის განვითარებაზე მუშაობისას აქცენტი რამდენიმე მიმართულებით გაკეთდება, მათ შორის: ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მოიცავს ტურისტული ობიექტების დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციის, სველი წერტილების მოწყობის პროგრამას, გასაჩერებელი ადგილების და გადმოსახედების მოწყობას.

 

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, წელს ასევე იგეგმება მუშაობა ახალი ტურისტული ატრაქციების მოწყობის მიმართულებით. ასევე მოხდება საერთაშორისო ბაზრებზე აქტიური  სარეკლამო კამპანიის ჩატარება, რაც გაზრდის საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულების ცნობადობას და პოპულარობას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner