logo_geo
eng_logo
გიორგი ქობულია: ჩვენი სამუშაო კერძო სექტორის ხელშეწყობაა
- +

13 თებერვალი. 2019. 21:42

 

 

ყველა ჩემი კოლეგა თანამშრომელი სისტემატიურ ურთიერთობაში იმყოფება კერძო სექტორთან და პირადად ჩემი სამუშაო დროის დიდ ნაწილს ვატარებ იმაში, რომ ვხვდები კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რათა მათი განცდა და მოლოდინი შევაფასო და მაქსიმალურად ხელი შევუწყო. ჩვენი სამუშაო არის კერძო სექტორის ხელშეწყობა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საპარლამენტო კომიტეტს 2019 წელს სამინისტროს სამოქმედო გეგმა და ძირითადი სამიზნე მაჩვენებლები წარუდგინა.

 გიორგი ქობულიას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სისტემატურად სწავლობს და აანალიზებს საინვესტიციო საზოგადოების გაწყობებს და თანამშრომლობს კერძო სექტორთან, მათ წინაშე არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner