NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გოტმიოლერის თქმით, ალიანსი ევროპის ტერიტორიაზე დამატებითი ბირთვული რაკეტების განთავსებას არ აპირებს.
ამის შესახებ გოტმიოლერმა „Sueddeutsche Zeitung“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა ალიანსში მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, როგორი რეაგირება უნდა მოჰყვეს რუსული რაკეტების განთავსებას.
„ჩვენ არ გვაქვს გეგმაში ევროპაში სახმელეთო ბაზირების სისტემების განთავსება“,-განაცხადა გოტმიოლერმა.
მისი თქმით, აშშ მზად არის საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების გაგრძელებისთვის, თუ რუსეთი 9M729 ტიპის რაკეტებს გაანადგურებს.
„იმედს არ ვკარგავ, რადგან არსებობს ერთი სტრატეგიული მიზეზი: ფრთოსანი რაკეტები ძალიან ზუსტია და რადარებით მათი გამოვლინება რთულია, ისინი დაბალ სიმაღლეზე სწრაფად დაფრინავენ და რეაგირებისთვის ნაკლებ დროს ტოვებენ“,-აღნიშნა გოტმიოლერმა.