logo_geo
eng_logo
გერმანიაში სირიის დაზვერვის ორი ყოფილი ოფიცერი დააკავეს
- +

13 თებერვალი. 2019. 22:33

 

 

გერმანიაში სირიის დაზვერვის ორი ყოფილი ოფიცერი დააკავეს. მტკიცების თანახმად, დაკავებულები სირიის პრეზიდენტ ასადის კრიტიკოსების წამებაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ „BBC“ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ორივე დაკავებულმა, სირია 2015 წლის მიგრანტთა კრიზისამდე რამდენიმე წლით ადრე დატოვა და გერმანიას თავშესაფრის საძიებლად მიაშურა.

 

ერთ-ერთი დაკავებული,  ენვარ რ. კაცობრიობის წინააღმდეგ  ჩადენილ დანაშაულებშია ეჭვმიტანილი.  მტკიცების თანახმად, ის გენერალური დაზვერვის დირექტორატის (GID) საპყრობილეს ხელმძღვანელობდა, სადაც 2011 წლის აპრილიდან 2012 წლის სექტემბრამდე 2,000 ადამიანი აწამეს. 

 

მეორე დაკავებული იად ა. ამავე საპყრობილეში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ხელშეწყობაშია ეჭვმიტანილი.

გერმანული მხარის მტკიცებით, ერთობლივი გამოძიების ფარგლებში, მესამე ადამიანი, რომელზეც ეჭვობენ, რომ გენერალური დაზვერვის თანამშრომელი იყო, 12 თებერვალს საფრანგეთში დააკავეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner